მასობრივი არეულობები ფლორენციაში. პრემიერ რენცის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას ერთი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. მატეო რენცის ინიციატივა სენატისა და რეგიონალური პარლამენტების ფუნქციის შესუსტებას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ 4 დეკემბრის რეფერენდუმზე მოსახლეობა მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რენცი გადადგომის პირობას იძლევა.