როგორ უნდა მოხდეს ძველი თბილისის რეაბილიტაცია ისე, რომ მისი იერსახე არ შეიცვალოს. ამ თემაზე სასტუმრო "ძველ თბილისში" ორდღიანი კონფერენცია დაიწყო. "ძველი თბილისის იდენტობა და სული" _ ასე ქვია შეხვედრას, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
კონფერენცია ქალაქის მერმა გახსნა.
"ძველი თბილისისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მძიმე ავარიული სახლები წარმოდგენს ასევე ამ პროგრამის მნიშვნელოვანი მიზანია მაქსიმალური გამონთავისუფლება ავარიული სახლების, მოსახლეობის გადაყვანა ახალ ნორმალურ საცხოვრებელი სახლებში და შემდეგ უკვე ის გამონთავისუფლებული სახლი, ქუჩა, რომელიმე მონაკვეთი ძველი თბილისის უნდა განვითარდეს", _ განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან ერთად გიგი უგულავამ კონფერენციაზე ასევე ისაუბრა მოსახლეობის საუბნო ფონდის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასაც უზრუნველყოფს.