კრემლის ლიდერი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ურთიერთობა გაუმჯობესდება. ამის შესახებ პუტინმა ეროვნული ერთობის დღეს, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.
„რუსეთშიც და შეერთებულ შტატებშიც არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ურთიერთობები ძვირფასია, ვისაც უყვარს რუსული და ამერიკული კულტურა. სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის სრული ფორმატით აღდგება,“-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.