ახალ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქართველოში მოქმედ ევროპულ ბიზნესწრეებსა და აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს აცნობს.
ახალმა კოდექსმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმართვა უნდა გაამარტივოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახაბერ ბაინდურაშვილის შეხვედრა ბიზნესწრეებთან და აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მიმდინარეობს.