რუსები ეროვნული ერთობის დღეს აღნიშნავენ. მოსკოვსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება. აქცია რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მიერ არის ორგანიზებული. პარაკლელურად, ე.წ. რუსულ მარშს მართავენ მოსკოველი ნაციონალისტებიც. ეროვნული ერთობის დღე რუსეთში ყოველწლიურად აღინიშნება.