"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ნაცმოძრაობის წევრი, ალეკო შალამბერიძე თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ითხოვს.
როგორც შალამბერიძემ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ნაცმნიოძრაობის შიგნით უნდა ჩატარდეს პრაიმერი და ამ მეთოდით გაირკვეს, ვინ იმსახურებს მერობის კანდიდარტობას ნაცმოძრაობის სახელით.
მისი თქმით, უნდა ჩატარდეს პრაიმერი არა მარტო თბილისის მერობის კანდიდატის გამოისავლენად, არამედ უმნდა გაიმართიოს შიდა პარტიული პრაიმერი საქართველოს მასშტაბით, როგორც თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიოდატების გამოსავლენად, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად.
"ეს მეთოდი საშუალებას მისცემს ნაცმოძრაობის წევრებს, რომ გამართონ სერიოზული საარჩევნო კამპანია, ხოლო მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კანდიდატები კარგად გაიცნონ და ადგილობრივი, სახელისუფლებო დემოკრატიის პროცესის უშუალო მონაწილენი გახდნენ", _ აცხადებს შალამბერიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეტალების დაკონკრეტებისაგან შალამბერიძე თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ოთხშაბათს ბრიფინს გამართავს. ბრიფინგი 13:00 საათზე ჭავჭავაძის 52-ში გაიმართება.