რუსეთი შეერთებულ შტატებს მოსულის მშვიდობიანი მცხოვრებლების დაბომბვაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა სერგეი რუდსკოიმ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელებმა მოსულში საცხოვრებელი სახლები და სკოლა დაბომბეს, რაც სატელეტით გადაღებული ფოტოებით დასტურდება. როგორც რუდსკოი ირწმუნება, ავიადარტყმები 24 ოქტომბრის დილას განხორციელდა.