მოსკოვი და ვაშინგტონი ტერორიზმთან ბრძოლაში მეკავშირეები ვერ იქნებიან. ამის შესახებ სირიის მოქმედმა პრეზიდენტმა სერბულ გაზეთ „პოლიტიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შეერთებული შტატებისა და რუსეთის გაერთიანებას ტერორისტების წინააღმდეგ მხარს ვუჭერთ, თუმცა რეალურად ეს შეუძლებელია. რუსები თავიანთ პოლიტიკას ღირსებაზე აგებენ და საერთაშორისო ნორმებს იცავენ, ამერიკელები კი მხარს ტერორისტებს უჭერენ,“-აღნიშნა ბაშარ ასადმა.