ტაჯიკეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ემომალი რახმონის განცხადებით, ახალი კანონის დამრღვევებს დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა ან 5 წლიანი პატიმრობა ელით. 64 წლის ემომალი რახმონი სახელმწიფო მეთაურის პოსტს 1992 წლიდან იკავებს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ტაჯიკეთში 2020 წელს ჩატარდება.