კალეს ლტოლვილთა ბანაკი მიგრანტი ბავშვების ბოლო ნაკადმა დატოვა. ე.წ. ჯუნგლებიდან ახალ თავშესაფარში არასრულწლოვნების გადაყვანაზე საფრანგეთის ხელისუფლებამ იზრუნა. ბავშვების ევაკუაციის საკითხმა საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თავდაპირველად დიპლომატიური უთანხმოებაც გამოიწვია, თუმცა ოფიციალურ ლონდონს პარიზის არგუმენტების გათვალისწინება მოუხდა. საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ასობით ბავშვის ნათესავი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და არასრულწლოვანების გაერთიანებულ სამეფოში გადაყვანას მოითხოვდა.