ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი თეთრი სახლის ლიდერს აკრიტიკებს. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ობამა საერთაშორისო კონფლიქტებში უფრო აქტიურად უნდა ერეოდეს.
„ჩვენ გვსურს შეერთებული შტატები საერთაშორისო ჟანდარმის ამპლუაში ვიხილოთ. ჩვენ ამერიკის გლობალური ლიდერობა გვესაჭიროება,“-აღნიშნა ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია.