ამნესტი ინტერნეიშენალი იტაიის პოლიციას მიგრანტთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები ლტოლვილებს ცემენ და მათ წინააღმდეგ ელექტროშოკებს იყენებენ. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მათ ლტოლვილთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის 20-მდე ფაქტი აქვთ გამოვლენილი, რაზეც იტალიის ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.