კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველებმა და მედიის წარმომადგენლებმა რუსეთში დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტის, რომან სუშენკოს გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, სუშენკო უკრაინის დაზვერვის სამსახურის აგენტია. რუსული მხარის ბრალდებას დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს.