აიოვას შტატში 2 პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 2- ჯერ ნასამართლევი დალასის მცხოვრები, 46 წლის მაიქ ილგრინია. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას ილგრინს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით , მკვლელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.