ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა მას სიმსივნე აქვს. მსახიობის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მისმა უფროსმა კოლეგამ მაიკლ დუგლასმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„მაიკლი ძალიან მიყვარს, მაგრამ მას ჩემი ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს,“-განაცხადა ქილმერმა.
როგორც ირკვევა, ველ ქილმერმა მაიკლ დუგლასს 2 წლის წინ სთხოვა კარგი სპეციალისტი ერჩია, რადგანაც ეჭვობდა, რომ ყელის სიმსივნე ჰქონდა, თუმცა ის სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.