საქართველოში მაკროეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდი დაძლეულია, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ, ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებულ მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ქადაგიძის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტენდენციები შეინიშნება.
"2009 წლის მეორე კვარტალი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. მშპ-ს მაჩვენებელმა 10 %-ი შეადგინა. წინასწარი პროგნოზით, 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე 2 %-იანი ზრდაა მოსალოდნელი", - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2010 წლის ბოლოსთვის 3 %-იან წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს.