პირველად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს გაუსწრო. ABCNews-სა და The Washington Post-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის შედეგებით, სხვაობა კანდიდატებს შორის 1%-ს შეადგენს. ტრამპს ხმას რესპონდენტთა 46% აძლევს, კლინტონის კი მხარს 45% უჭერს. გამოკითხვაში 1773-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.