4-6 ივნისს სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიმართება სპორტსმენთა, ექიმთა და მწვრთნელთა სემინარი დოპინგის აქტუალურ თემებზე, კერძოდ, ტრეინინგი ADAMS-ის სისტემაში. ტრეინინგი 4 ივნისს 11:00 საათზე გაიხსნება.
ტრეინინგი ტარდება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ტრეინინგზე მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე - ნიკოლას კრუჩინსკი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ტრეინინგი მეორე დღეს კლინიკა "ავერსის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.