ორკვირიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ავსტრალიელი ტურისტი მალაიზიის ჯუნგლებში ცოცხალი იპოვნეს. ენდრიუ გასკელი კუნძულ ბორნეოს ჩრდილოეთ ნაწილში, მულუს ეროვნულ ტყეპარკში 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამაშველო ოპერაციაში 60 ადამიანი იყო ჩართული. ტურისტი ჯუნგლებიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს.