ჰანოეში კარაოკე-ბარში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი შეეწირა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად რამდენიმე საათი დასჭირდათ. ვიეტნამის ხელისუფლებამ უკვე გასცა განკარგულება, ყველა ის ბარი და რესტორანი დაიხუროს, რომელთაც სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება არ გაუვლიათ.