ავღანელი შარბათ გულა, რომელიც მსოფლიომ ჟურნალ „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ გარეკანით გაიცნო, პაკისტანის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გულა ოქტომბრის ბოლოს პაკისტანის სპეცსამსახურებმა დააკავეს. მას ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს. ორი დღის წინ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანელი ქალის თავდებით გათავისუფლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ სასამართლომ პატიმრობაში მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს განსასჯელი არ დასწრებია. მსოფლიომ გულა 1985 წელს, 12 წლის ასაკაში გაიცნო. მაშინ გოგონა პეშავარში ავღანელი ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობდა. ფოტოს ავტორი ამერიკელი ფოტორეპორტიორი სტივ მაკარია.