4 და 9 ივნისს ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" უზრუნველყოფს ურეხის (ბათუმი) ბავშვთა სახლის 5 აღსაზრდელის ფრენას ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ბავშვები თბილისში ჩამოდიან "მხიარულ სტარტებში" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ორგანიზებით იმართება.
სააგენტო საქართველოს მასშტაბით 17 ბავშვთა სახლს კურირებს.
"მხიარულ სტარტებში" მონაწილეობის მისაღებად ამ ფილიალების აღსაზრდელებისგან დაკომპლექტდა 6 გუნდი. თითოეული გუნდი შედგება 18 ბავშვისა და 4 პედაგოგისგან.გუნდები თბილისში ჩამოდიან 4-5 ივნისს, რათა 6 ივნისს მონაწილეობა მიიღონ მოსამზადებელ ვარჯიშებში. 7ივნისს, მთელი დღის განმავლობაში, ეს გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. 8 ივნისს გაიმართება ფინალი, რომელიც მათგან გამოავლენს 2 საუკეთესს.
გამარჯვებული გუნდების შეხედრა გადაიცემა სექტემბერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საშუალებით.
ავიაკომპანია "ეარ ბათუმის" წარმომადგენლები ურეხის ბავშვთა სახლს პირველ ივნისს, თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისის პრეზენტაციის დღეს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ავიაკომპანიის წარომადგენლები ბავშვთა სახლის დირექტორს შეჰპირდნენ სამომავლო თანამშრომლობას და პატრონაჟს.