უამინდობა ვიეტნამში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე მეტად სტიქიამ ჰა ტინისა და ქუანგ ბინის რაიონები დააზარალა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ 2 ადამიანი შეიწირა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში არმიის ქვედანაყოფებიც არიან ჩართულნი.