ჩინეთში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ჩუნცინის მაღაროში 33 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. აფეთქება მაღაროში 2 დღის წინ მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. დაღუპვას მხოლოდ 2 მაღაროელი გადაურჩა. გვირაბში შესაძლოა კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩებოდეს.