დღეს, 4 ივნისს, 11:00 საათზე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში~ შეხვდება საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს დელეგაციას.
საქართველოში ჩინეთის დელეგაცია კომერციის მინისტრის მოადგილის, ფუ ძინგის ხელმძღვანელობით იმყოფება.
ვიზიტი 3 ივნისს დიწყო და 5 ივნისს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს არის ჩინეთის კომერციის სამინისტროს პირველი მაღალი დონის ვიზიტი.