ამბოხებულები ალეპოს მოსახლეობას ფულს სძალავენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა ქალაქში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს. მათ, ვისაც ქალაქის დატოვება სურს, ისინი 150 ათას სირიულ ლირას სთხოვენ, რაც 300 დოლარის ექვივალენტია. ამბოხებულები სახელისუფლო ძალების მიერ გარშემორტყმული ქალაქიდან გაღწევას უკვე ერთი კვირაა ცდილობენ, თუმცა ალყის გარღვევას ვერ ახერხებენ.