არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბილ კლინტონთან დაკავშირებით მოულოდნელად 129 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა. საქმე 2001 წლის საპრეზიდენტო ამნისტიას და მსხვილი სავაჭრო კოპანიის ხელმძღვანელის, მარკ რიჩის შეწყალებას ეხება. წლების წინ მას გადასახადების თავიდან არიდება და ნავთობთან დაკავშირებით უკანონო გარიგებებში ედებოდა ბრალი. პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას შეერთებულ შტატებში 2001 წელს მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გაირკვა, ისიც, რომ ამნისტიამდე მარკ რიჩის მეუღლემ დემოკრატიულ პარტიის ფონდში შემოწირულობის სახით სოლიდური თანხა გადარიცხა.