სოჭში მცირე ზომის ვერტმფრენი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა და სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ვერტმფრენში ტურისტები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.