საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა კლინტონთან ჩამორჩენა 5 პროცენტამდე შეამცირა. გამოკითხვა სოციოლოგიურმა ცენტრმა იპსოსმა სააგენტო როიტერთან ერთად ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, კლინტონს მხარს ამომრჩეველთა 44 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას 39 პროცენტი აძლევს. ერთი კვირის წინ დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელ კონკურენტს 6 პროცენტით უსწრებდა.