დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს. მისი თქმით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ცდილობს ვაშინგტონი რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
„მას სირიაში ნამდვილი ომის დაწყება სურს. კონფლიქტი რუსეთთან, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს, მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება, რაც არ უნდა დავუშვათ,“-აღნიშნა ტრამპმა.