რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ბიუჯეტის შემცირებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.
„ბიუჯეტის ახალი პროექტი ბევრ კითხვას აჩენს. გაურკვეველია, რატომ შეჩერდა ჩეჩნეთის ეკონომიკისა და სოციალური სექტორის დაფინანსება, როდესაც ეს პროექტი ეფექტურად მუშაობდა. თუ ბიუჯეტს შეგვიმცირებენ, რესპუბლიკა ვეღარ განვითარდება,“-წერს ჩეჩნეთის ლიდერი.