ჩინეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 20-მდე ადამიანი გვირაბშია ბლოკირებული. მაშველებმა 13 მაღაროელის ცხედარი უკვე იპოვეს. დაკარგულ მაღაროელთა ბედი კი ამ დრომდე უცნობია. სამაშველო ოპერაციაში სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურიც არის ჩართული.