რუსეთის სახელმწიფო დუმის დე-სე-თე-ს საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის აღდგენის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ სააგენტო ტასს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გეგმები, რომ მისი პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, ჩაიშალა. შესაბამისად, დაირღვა რუსეთთან კონფრონტაციის ხაზიც. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ავტომატურად აღდგება, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობ, დროა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. არჩევნების შედეგები ქართულ ოცნებას ერთგვარ კარტ-ბლანშს აძლევს იმისათვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი კომიტეტი ამ პროცესს ხელს მაქსიმალურად შეუწყობს,“-აღნიშნა კალაშნიკოვმა.