შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო სკანდალები არ წყდება. ამჯერად სამსახურიდან ტელეკომპანია CNN-ის თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც გაირკვა, ტელესუფლიორზე მომუშავე დონი ბრაზილიმ წინასაარჩევნო დებატებისას ჰილარი კლინტონს სავარაუდო შეკითხვები წინასწარ უკარნახა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის საარჩევნო შტაბში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.