მოსულის გათავისუფლების ოპერაცია აქტიურ ფაზაში შედის. სახელისუფლო ძალებმა ისლამისტებზე შტურმი უშუალოდ ქალაქში მიიტანეს, რომელსაც ისლამისტები უკვე 2 წელია, აკონტროლებენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციაში ერაყის არმიასთან ერთად ქურთული შეიარაღებიული ფორმირებები და საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ყველა მხრიდან ალყაშია მოქცეული.