ხვალ, 4 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტს შემოაქვს ახალი მოსაკრებელი არასაემიგრაციო ვიზებზე. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ახალი მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია მომსახურების ღირებულების შესახებ 2009 წელს ჩატარებული კვლევის საფუძვლელზე.
არასაემიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის წარდგენის, განხილვისა და ვიზის გაცემის ხარჯები იზრდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ტრეფიკინგის აღსაკვეთად მიღებული დამატებითი ზომების გამო.
ყველა სავიზო განმცხადებელს, რომელსაც გასაუბრება დანიშნული აქვს 4 ივნისს, ან 4 ივნისის შემდგომ, მოეთხოვება გაზრდილი სავიზო საფასურის გადახდა გასაუბრებაზე გამოცხადებამდე "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.
სხვადასხვა კატეგორიის ვიზებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ოდენობის მოსაკრებელი. ვიზის საფასური მომსახურებაზე გაწეული სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული. H, L, O, P, Q და ღ ტიპის ვიზების მოსაკრებელია $150, E ტიპის ვიზისა - $390, ხოლო K ტიპის ვიზის მოსაკრებელია - $350. ვიზის ეს კატეგორიები საჭიროებს საბუთების სერიოზულ განხილვასა და განმცხადებელთან ხანგრძლივ გასაუბრებას. ყველა სხვა კატეგორიის საფასური, მათ შორის B-1/B-2, F და ჟ, გაიზრდება $131-იდან $140-მდე. სრული ინფორმაცია იხილეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: ჰტტპ://გეორგია.უსემბასსყ.გოვ/ვისას.ჰტმლ.