მიწისძვრამ იტალიაში 15 ათასამდე ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება. 6,6 მაგნიტუდის ბიძგები ნორჩას რაიონში გუშინ დილით დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ათასობით საცხოვრებელი სახლი და ისტორიული ნაგებობა დაინგრა.