ერაყის სახელისუფლო ძალები მოსულში შევიდნენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, არმიის ქვედანაყოფებმა კარამალას რაიონი უკვე დაიკავეს. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქზე მასირებული შტურმი 17 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციაში ქურთული დაჯგუფებები და კოალიციური ძალების ავიაციაც არის ჩართული.