4 და 9 ივნისს ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" უზრუნველყოფს ურეხის (ბათუმი) ბავშვთა სახლის 5 აღსაზრდელის ფრენას ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ბავშვები თბილისში ჩამოდიან "მხიარულ სტარტებში" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც `შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ორგანიზებით იმართება.
სააგენტო საქართველოს მასშტაბით 17 ბავშვთა სახლს კურირებს. "მხიარულ სტარტებში" მონაწილეობის მისაღებად ამ ფილიალების აღსაზრდელებისაგან დაკომპლექტდა 6 გუნდი. თითოეული გუნდი შედგება 18 ბავშვისა და 4 პედაგოგისაგან.
გუნდები თბილისში ჩამოდიან 4-5 ივნისს, რათა 6 ივნისს მონაწილეობა მიიღონ მოსამზადებელ ვარჯიშებში. 7ივნისს, მთელი დღის განმავლობაში, ეს გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან და უკვე 8 ივნისს გაიმართება ფინალი, რომელიც მათგან გამოავლენს 2 საუკეთესს.
გამარჯვებული გუნდების შეხედრა გადაიცემა სექტემბერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საშუალებით.
ავიაკომპანია "ეარ ბათუმის" წარმომადგენლები ურეხის ბავშვთა სახლს I ივნისს, თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისის პრეზენტაციის დღეს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ავიაკომპანიის წარომადგენლები ბავშვთა სახლის დირექტორს შეპირდნენ სამომავლო თანამშრომლობას და პატრონაჟს.