მასშტაბური საპროტესტო აქციები მაროკოში. 31 წლის მოვაჭრის, მუჰსინა ფირკის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტს ქვეყანაში მასობრივი ვნებათაღელვა მოჰყვა. ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როდესაც ადგილობრივი ჩინოვნიკები თევზით მოვაჭრეს საქონელს უყადაღებდნენ. ფირკიმ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ნაგავსაყრელში ჩავარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. აქციის მონაწილეები თევზით მოვაჭრე ახალგაზრდის სიკვდილში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ინციდენტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.