გაერო სირიელ ამბოხებულთა მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო შოკირებულია. საგანგებო განცხადება ბან კი მუნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხში სტეფან დე მისტურამ გააკეთა. სარაკეტო დარტყმები ქალაქის დასავლეთ ნაწილში ბოლო 48 საათის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. ასადის რეჟიმი ირწმუნება, რომ ქიმიური იარაღი ამბოხებულებმა გამოიყენეს, რომლებიც ალყის გარღვევას ცდილობენ. შედეგად, ათობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.