პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, შარბათ გულა პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს. „ავღანელ მონა ლიზად“ წოდებული ქალბატონი პოლიციამ გასულ კვირას დააკავა. მას საბუთების გაყალბებაში დასდეს ბრალი. მსოფლიომ შარბათ გულა 1985 წელს გაიცნო, მას შემდეგ, რაც 12 წლის გოგონა ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ფოტოკორესპონდენტმა სტივ მაკარიმ ის პეშევარში, ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოგონას ვინაობის დადგენას. 2002 წლის იანვარში ნეიშენალ ჯეოგრაფიკის გუნდმა გულა მაინც მოძებნა. შარბათი ახლა 42 წლისაა, გათხოვილია და 3 შვილი ჰყავს.