თურქეთში ცნობილი ოპოზიციური გაზეთის, „კუმჰურივეტის“ რედაქტორი დააპატიმრეს. მურათ საბუნჯურუსთან ერთად პოლიციამ გაზეთის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, წამყვანი გვერდის რედაქტორი გიური ოზა დააკავა. ჟურნალისტების დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მასობრივი დაკავებები თურქეთში 15 ივლისის შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.