სირიის სახელისუფლო ძალები და ამბოხებულები ალეპოში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გასული დღე-ღამის განმვალობაში სამთავრობო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში 15 სამხედრო მოათავსეს. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ისინი გაურკვეველი ქიმიური ნივთიარებით მოიწამლნენ. ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ადასტურებენ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, თუმცა ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ამ დრომდე დაუდგენელია.