სალვადორის ექსპრეზიდენტი და მისი მთავრობის 6 ყოფიი წევრი დააპატიმრეს. ელიას ანტონიო საგას და მის თანაგუნდელებს ბრალად ფულის უკანონო გათეთრება და მილიონობით დოლარის მითვისება ედებათ. წარსულში ცნობილი ჟურნალისტი, ამჟამად 51 წლის საგა პრეზიდენტის პოსტს 2004-2009 წლებში იკავებდა.
სალვადორში ეს ყოფილი პრეზიდენტების გასამართლების პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური ბრალდება იანვარში ექსპრეზიდენტ მარისიო ფუნესს წაუყენეს, კორუფციაში ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ფრანცისო ფლორესი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.