საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა პოსტი დატოვა. ოფიციალური განცხადება სიგურდურ ინგიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ პროგრესულმა პარტიამ მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მანდატების 50 პროცენტი დაკარგა. მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 11,5 პროცენტი მიიღო, კოალიციაში პროგრესისტთა პარტნიორ დამოუკიდებლობის პარტიას კი ხმა 29 პროცენტმა მისცა. გამარჯვებული პარტიის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ მთავრობის ფორმირებას შეეცდებიან.