იტალიის მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუხდა. მათ მანქანებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში ეძინათ. 6,6 მაგნიტუდის ბიძგები იტალიის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დილით დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ კასტელსანტანჯელოს, პრეჩის, უსიტას, არკუატასა და ნორჩის მიაყენა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი და ისტორიული ნაგებობა დაინგრა.