იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,1 მაგნიტუდას შეადგენდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 68 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
26 ოქტომბერს იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაინგრა შენობები და დაშავდა ათობითა ადამიანი.
24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას კი 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.