ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ერაყის ქალაქ ტალ-აფარზე მასირებული შტურმი დაიწყეს. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მოსულსა და რაკას შორის მდებარეობს, რომლებიც ერაყში ისლამური სახელმწიფოს მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიიტებს ოპერაციაში ჩართვის უფლება მისცეს. მათ წინააღმდეგ ერაყელი ქურთები და სუნიტი დეპუტატები გამოდიოდნენ. ერაყის სამთავრობო ძალებმა ქურთი ამბოხებულებისა და საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დახმარებით მოსულის გასათავისუფლებლად ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.