სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოთხოვნით სეულში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში 20 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ლიდერი ლი იე მუნიც ირწმუნება, რომ პაკ კინ ხეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისთვის არანაირი კომპეტენციუა არ აქვს და მან პოსტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. კინ ხე სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც 10-მდე მრჩეველი სამსახურიდან დაითხოვა და არაოფიციალურ მრჩევლად უახლოესი მეგობარი ჩხვე სუნ სილი დანიშნა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუნ ლი სახელმწიფო საქმეებში ერევა და თავის მდგომარეობას ფინანსური სარგებლის მიღებისთვის იყენებს.